LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის ერთ-ერთი მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც წინა ხელისუფლებამ დაგვიტოვა“ – კობახიძე ოჩამჩირეში რუსული ფლოტის ბაზაზე

132
კობახა მზა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ბაზის გახსნის საკითხს გამოეხმაურა და მოსკოვის მიერ ოჩამჩირეში საზღვაო ფლოტის, ახალი ბაზის განთავსების საკითხს „ყოვლად მიუღებელი“ უწოდა.

„პირველ რიგში, ეს პროცესი დაიწყო ზუსტად 2009 წელს. ეს არის ერთ-ერთი მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც დაგვიტოვა წინა ხელისუფლებამ იმ ავანტიურისტული ნაბიჯების საფუძველზე, რომელიც გადაიდგა, მათ შორის 2008 წელს – ანუ მათ დაგვიტოვეს ეს პრობლემა.

რაც შეეხება კონკრეტულად ამ აქტს, ამაზე საქართველოს ხელისუფლებას, საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა სათანადო რეაგირება.

რა თქმა უნდა, ეს არის ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია.

რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელია ნებისმიერი ასეთი ქმედება, რომელიც ხორციელდება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამაზე სახელმწიფოს ჰონდა უკვე შესაბამისი რეაგირება,“ – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ საკითხს შემაშფოთებელი უწოდა. განცხადებაში აღინიშნა, რომ მსგავსი ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისაკენ მიმართულ მორიგ პროვოკაციულ მცდელობას.

„ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო – საზღვაო ფლოტის ბაზა განთავსდება“ – ასლან ბჟანია

„რუსეთმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საზღვაო ფლოტის, ახალი ბაზის შექმნაზე განაცხადა, თუმცა ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით“ – ვოლოდიმერ ზელენსკი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები