LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford-მა ველოსიპედების გაქირავება დაიწყო

295

კომპანია Ford-მა სან ფრანცისკოში საკუთარი ბაიკ-შერინგის სერვისი ჩაუშვა, რომელსაც GoBike დაარქვა. მწარმოებელი გეგმავს აშშ-ში სიდიდით მეორე ველოსიპედების გაქირავების სერვისი გახდეს.

დღეისათვის GoBike-ის პარკი სან-ფრანცისკოში 3 500 ველოსპედს აერთიანებს. კომპანია ”ფორდის გეგმის” მიხედვით, წლის ბოლოსთვის 546 სადგური უნდა ჰქონდეს, ხოლო ველოსიპედების რაოდენობა 7000-ს გადააჭარბებს.

ბაიკების ქირაობის პროგრამაში დარეგისტრირება სპეციალურ საიტზეა შესაძლებელი. ამასთან, სერვისით სარგებლობა შეთავაზება FordPass-ითაც არის შესაძლებელი.

GoBike-ის ველოსპედით ერთი მგზავრობა სამი დოლარი ღირს. ერთ დღიანი აბონიმენტი 10 დოლარი, ერთ წლიანი კი 124 დოლარი ჯდება.

კომპანია Ford ველოგაქირავების სისტემას პერსპექტიულ ბიზნესად მიიჩნევს. მაგალითად სანფრანცისკოში 2006 წლიდან 2015 წლამდე ველოსიპედების რაოდენობა 184%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, ავტომწარმოებელს სურს იმის დემონსტრირება მოახდინოს, რომ ტრანსპორტის ალტერნატიული სახეობების განვითარებითაც არის დაინტერესებული.

https://motor.ru/news/fordgobike-29-06-2017.htm

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები