LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გამოიყურებიან დეპრესიული ადამიანები – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

51
ნინო-ნიბლაძე

როგორ გამოიყურებიან დეპრესიული ადამიანები – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა ნინო ნიბლაძემ ისაუბრა.

როგორ გამოიყურებიან დეპრესიული ადამიანები?

შორიდანვე იგრძნობა, რომ იტანჯებიან, მათი მხრები გვაჩვენებს, რომ დანებდნენ, ცხოვრებისგან მხარდაჭერილნი არ არიან. უმწეო და თავშეკავებულნი არიან. მოძრაობენ ნელა (ზოგავენ ისედაც ცოტა ენერგიას). სახე – ფერმკრთალი, ტუჩის კუთხეები – დაშვებული. ხმა – დაბალი, მონოტონური, უძლური ადამიანის. საუბრობენ ნელა. მზერა – ჩამქვრალი, ქვემოთ მიმართული, ვიდრე შორს. თავს არიდებენ ურთიერთობებს. არ აქვთ თავდაჯერებულობა. აქვთ სირცხვილი, უნდათ გაქრობა. არ სურთ სხვას მოეხვიონ თავს. ეშინიათ განსჯის, გაურბიან გარემოს. რადგან ეშინიათ ზურგის შექცევის. ეძებენ დაცვას და არ წარმოაჩენენ თავს. რეაქცია – უსიხარულო, ხდებიან ცივები, ინდიფერენტულები. თავს გრძნობენ ზედმეტ ტვირთად. ეშინიათ, რომ სხვები დაინახავენ მათ უმწეობას. ხშირად გარემო ასეთ ადამიანს აღიქვამს, როგორც ,,ზარმაცს” და აკრავენ ამ იარლიყს. ამით კიდევ უფრო ,,შორს” გრძნობს ეს ადამიანი გარემოსგან თავს.

დეპრესიულებს ტონუსი აქვთ დაქვეითებული, წოლის სურვილი აქვთ, პირის სიმშრალე. სეროტონინის დაქვეითება მოქმედებს ლიბიდოზეც. ზოგჯერ არიან აგზნებულებიც, აგრესიულები. ხშირია თვითდაზიანებებიც. სამყარო მათთვის მთასავით დგას, სადაც სხვები დგანან, ცეკვავენ, მღერიან, იქ მზეა, თბილა. ხოლო თვითონ დგანან ჩრდილში, სიცივეში და მათთვის არ ჩანს გზა მთისკენ, ბედნიერებისკენ. ხრიან თვალებს, რადგან ვეღარ უყურებენ სხვების ბედნიერებას. გრძნობენ დაღლას. დრო გაწელილია. ელოდებიან, ელოდებიან და არ იციან რას. არ იციან რა გააკეთონ. გრძნობენ მოლოდინების და იმედების დაკარგვას და გრძნობენ დიდ მანძილს, მიუწვდომლობას სამყაროსთან.

როგორი დეპრესია არსებობს?

  • არსებობს ფსიქოტური და არაფსიქოტური დეპრესია. ფსიქოტური – (ენდოგენური )ყველაზე მძიმეა, არ არის გარდამავალი. მათ არ ყოფნით საყრდენის შეგრძნება და ბევრი შფოთვა ახლავს. მოითხოვს პრეპარატებით ჩარევას ფსიქოთერაპიასთან ერთად.
  • რეაქტიული დეპრესია გარდამავალია. შეიძლება იყოს დანაკარგით( გლოვა), ცვლილებებით – მშობიარობა, გარემოს, ქალაქის და სხვ. შეცვლა. ხშირად ალკოჰოლის ხშირი მოხმარების, აგრესიული ქცევების,საჭესთან არაფხიზელ მდ-ში დაჯდომის, სახიფათო სექსუალური კავშირების უკან დგას დეპრესია. ეს ადამიანები კი არ ცხოვრობენ სხეულში, დაატარებენ სხეულს.
  • მოზარდებში ხშირად არატიპურად მიმდინარეობს. მაგ: სევდა, დაღლილობა, იპოქონდრია, სირთულეები სკოლაში, გაფანტულობა აღიქმება სიზარმაცედ და გამორჩებათ მთავარი – დეპრესია!
  • საყურადღებოა, რომ ცხოვრების პირველ წლებში მათ არ ჰყავდათ ის ადამიანი გვერდით, ვინც მოუსმენდა, დროს დაუთმობდა, აგრძნობინებდა თავს მნიშვნელოვნად. დღეს დედ-მამა ჩანაცვლებულია გუგლით. სეროტონინი , ოქსიტოცინი დაბალია. მომავალ საზოგადოებაში შესაბამისად მოიმატებს დეპრესია, რადგან ადამიანები ,,ცხოვრობენ თავში” და არა სხეულში.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები