LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ ქართველი: „შევედი და გამოვედი ცოლით… ცხოვრებაში პირველად გამიხარდა, რომ გოგომ იტირა, რათა მივსულიყავი და დამემშვიდებინა“

173
ნიკოლოზ-ქართველი,-სალომე-უშხვანი

„ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორს“ „პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილეები, ნიკოლოზ ქართველი და სალომე უშხვანი ეწვივნენ. 

დავიწყოთ ყველაფერი თავიდან, საზოგადოებამ გაგიცნოთ რეალური შოუ „პრაიმ ჰაუსიდან“. რატომ მიიღეთ მონაწილეობა ამ პროექტში?

სალომე: მოყვარული „ტიკ-ტოკერი“ ვიყავი, სიახლე მინდოდა, საკუთარი თავის გამოცდა და რეალიზება მსურდა. ამ პროექტმა ძალიან ბევრი რამ მომცა, ის, რაც მინდოდა და რაც ახლა მაქვს. მაკლდა ცნობადობა და სიახლეები. ოჯახის წევრებმა მომიწონეს ეს გადაწყვეტილება. უბრალოდ, რადგან ძალიან ემოციური ვარ, ჩემები ღელავდნენ. ძალიან რთული დღეები გამოვიარე, ახლა ის გამახსენდა, პირველად რომ ავტირდი და ნიკო რომ მამშვიდებდა. ამას შემდეგ უამრავი ასეთი დღე იყო. იქ ყოფნის 90%, ალბათ, სულ მძიმე  იყო.

სალომე, შენ ხშირად გამსგავსებენ მაკა ასათიანს…

არ გავკადნიერდები, არასდროს მითქვამს, რომ მას ვგავარ, თმა გადავიპარსე, რომ წამომეზარდა, წინამო შევიჭერი, არაფერი გამიკეთებია იმისთვის, რომ მას დავმსგავსებოდი. მაკა ჩემთვის ყველაზე ლამაზი ქალბატონია საქართველოში.

ნიკო:

გეგმაში არ მქონდა, მეგობრების რჩევით შევედი, შევედი და გამოვედი ცოლით. ჩემი ყოველი დილა იწყება იმ შეტყობინებების კითხვით, რომელსაც ვიღებ უთბილესი გულშემატკივრებისგან. ეს არის ჩვენი ყოველდღიურობა. ლაივები მაქვს, ისინი უკვე ჩვენი ოჯახის წევრები არიან.

როგორ დაიწყო შენსა და სალომეს შორის ყველაფერი?

ნიკო: მანამდე ჩვენ გვქონდა „ღამის პრაიმ თაიმის“ ჩაწერა, სალომე პირველად იქ ვნახე. თავიდან წამყვანი მეგონა, რომ გავიგე, მონაწილე იყო, ვიფიქრე, რომ ვეღარ ვითამაშებდი. სულ მასზე ვფიქრობდი. თავიდან კონტაქტში არ შემოდიოდა. გამარჯობა რომ ვუთხარი, არაფერი მითხრა, ისეთ გათიშული იყო. ცხოვრებაში პირველად გამიხარდა, რომ გოგომ იტირა, რათა მივსულიყავი და დამემშვიდებინა.

სალომე: სხვათა შორის,  ნიკოსგან განსხვავებით, მე მისით პირველივე დანახვისას არ მოვხიბლულვარ, მერე და მერე წამოვიდე ეს ყველაფერი. გვერდით მედგა, მიფრთხილდებოდა, ზრუნავდა.

რა დაუმტკიცეთ საკუთარ თავს ამ პროექტით?

სალომე: კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ემოციების კონტროლი მიჭირს, მაგრამ ადამიანობა არ დამიკარგავს, მე არ მითამაშია, რაც ვარ, ის ვარ. ჩემი თავით საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ, არის რაღაცები, რაზეც ნერვსაც არ ავიტოკებდი. ახლა რომ ვუყურებ ხოლმე, ძალიან ცუდია, როცა ნეგატიურ მონაწილეს უყურებ. ადამიანი შევედი და ადამიანად დავრჩი.

ნიკო: ძალიან გამიჭირდა თავიდან, რომ არ მქონდა ტელეფონი. მე და დიმი სულ ერთად ვიყავით, ასევე დიასა და ნიკოლოზი, ერთმანეთი მაგრად გავიტანეთ. ახლაც ვმეგობრობთ. ბოლო პერიოდი რთული იყო, რადგან რამდენიმესთან კონფლიქტი მომივიდა, თუმცა ახლა მათთანაც ვმეგობრობ. მე 11 წლის შვილი მყავს და სულ ვფიქრობდი, ისე არ მოვქცეულიყავი, რომ ჩემი შვილისთვის ჩემზე ვინმეს რაიმე ცუდი ეთქვა.

სალომე, ძალიან დიდი დაძაბულობა გქონდათ, როცა გაიგე, რომ ნიკოლოზი იყო დაქორწინებული…

სალომე: მწერდნენ, რომ მას ოჯახი ჰყავდა და მე ამაზე თვალი არ დავხუჭე. ჩემს ეჭვებში ვიყავი, ვფიქრობდი, რომ პროექტისთვის მიყენებდა. მე ბავშვობის ტრავმებიც მქონდა და ეს ყველაფერიც დაემატა და ჩამომიყალიბდა ნერვული აშლილობა, თავისი პანიკური შეტევებით. საკუთარ თავს დამნაშავედ არ მივიჩნევ. ამ ეტაპზე ვარ ძალიან ბედნიერი. ნიკოს ჰყავს არაჩვეულებრივი ბავშვი, რომელიც ძალიან მიყვარს. ჩვენი შვილები მეგობრობენ, ძალიან ვერთობით ხოლმე ყველა ერთად. ასე რომ. ვებღაუჭები იმას რაც მაქვს, დადებითს.

ნიკო: შემიყვარდა და რა მექნა, მას რომ სცოდნოდა, რომ მე ცოლი მყავდა. ჩემთან არ იქნებოდა.

როგორ შეაფასებთ ახალ სეზონს?

ნიკო: ჩვენ სულ გიტარა გვეჭირა ხელში, სულ ვმხიარულობდით. ახლა ვერ ვხედავ სითბოს, გართობას, ადამიანური ურთიერთობები დაიკარგა. ყველა ბედნიერები ვართ, რომ ამ სეზონში არ მოვხვდით, მიმდინარე სეზონი ძალიან ნეგატიურია. ვუყურებ და სულ ჩხუბია.

ნიკო, როგორც ვიცი, შენი ბავშვი ავარიაში მოჰყვა…

ნიკო: ეს უმძიმესი პერიოდი იყო, აპარატზე იყო შეერთებული, კომაში. 7 წლის ბავშვი 100 კილო იყო ტრავმებისგან. უიმედო მდგომარეობა იყო, არაფერი ეშველებაო, და აი, სასწაული მოხდა, ვერ ვიჯერებდი.

რა გეგმები გაქვთ?

ნიკო: სიმღერის ჩაწერა გვინდა, რომელიც „პრაიმ ჰაუსში“ ვიმღერეთ. სალომეს მშვენივრად გამოსდის ღიღინი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g