უნგრულმა ავიაკომპანიამ Wizz Air ისრაელში არსებული ვითარების გამო თელ-ავივის მიმართულებით რეისების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
„ჩვენ ვაგრძელებთ სიტუაციის მონიტორინგს და კონტაქტზე ვართ შესაბამის ორგანოებთან“, – აცხადებენ ავიაკომპანიის წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა 7 ოქტომბერს გაუშვეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფებამ ჰამასმა აიღო. თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა, დაშავებულთა რიცხვი კი ამ დროისთვის 2 200-ს აღემატება.