„მათი მხრიდანაც და ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდანაც ძალიან ბევრი განცხადება გაკეთდა, რომ საქართველო იმსახურებდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, თუმცა, სამწუხაროდ, ეს იყო პოლიტიკური, არასამართლიანი გადაწყვეტილება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, „ყველა მოთხოვნა, რაც მათი მხრიდან გაჟღერდა, ყველაფერი გაკეთდა“.
„ვენეციის კომისიის დასკვნას არ ვიცნობ, არ ვიცი რას წერს და რომ გავეცნობი შემდეგ შემიძლია გავაკეთო განმარტება.
რეკომენდაციებიდან ყველაფერი, რაც იყო ბოლოს, როდესაც ბატონი ბორელი იყო ჩამოსული, მინიშნებები რაზედაც იყო გაკეთებული, ყველაფერი გაკეთდა და შესრულდა. თქვენ იცით, რომ დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით მთავრობის სამოქმედო გეგმა გადაგზავნილი იქნა ვენეციის კომისიაში. ყველა მოთხოვნა, რაც იყო მათი მხრიდან გაჟღერებული, ყველაფერი გაკეთდა.
თანამშრომლობას ყოველთვის მივესალმებით, ამას წინ არაფერი უდგას. საქართველო აქამდეც იმსახურებდა სტატუსს, თუმცა არასამართლიანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რაც ძალიან სამწუხაროა“, – თქვა კახა კალაძემ.