LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელი სრულ შეტევაზე გადადის, ისინი ამ მომენტს ინანებენ, ღაზა არასდროს დაუბრუნდება იმას, რაც იყო – ისრაელის თავდაცვის მინისტრი

332
ფორტუნა - 2023-10-10T210422.750

ისრაელი სრულ შეტევაზე გადადის, ღაზა არასდროს დაუბრუნდება იმას, რაც აქამდე იყო. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ღაზასთან საზღვარზე სამხედროებთან საუბარში განაცხადა.

ისრაელის ერთ-ერთ სოფელში ჯარისკაცებმა 40 ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს, ზოგიერთს თავი ჰქონდა მოჭრილი

ცხედრები ისრაელელმა ჯარისკაცებმა კფარ-აზაში იპოვეს, რომელიც ღაზის საზღვართან ახლოს მდებარეობს.

“ყველა შეზღუდვა მოვხსენით, ტერიტორიის კონტროლი დავუბრუნეთ და სრულ შეტევაზე გადავდივართ…

თქვენ აქ რეალობის შეცვლის შესაძლებლობა გექნებათ. თქვენ გადახდილი ფასი ნახეთ, და ცვლილებასაც ნახავთ. „ჰამასს“ ღაზაში ცვლილება უნდოდა, ის 180 გრადუსით შეიცვლება იმისგან, რასაც ფიქრობდნენ…

ისინი ამ მომენტს ინანებენ, ღაზა არასდროს არ დაუბრუნდება იმას, რაც აქამდე იყო…

ვინც თავების მოჭრამდე, ქალების, ჰოლოკოსტს გადარჩენილი ადამიანების მკვლელობამდე მივა – ჩვენ მათ მთელი ძალით და კომპრომისის გარეშე მოვსპობთ”, – განაცხადა გალანტმა.

„ჰამასი” აშკელონს ბომბავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g