LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალა პუგაჩოვასა და მაქსიმ გალკინის გადაწყვეტილება: 10 წლის ტყუპები რუსულენოვან სკოლაში აღარ ასწავლიან

239
ალა-პუგაჩოვა

ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინის შვილები რუსულ სკოლაში აღარ სწავლობენ. ამის შესახებ რუსული გამოცემა „7 დღე“ წერს. გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება გალკინმა მიიღო და პუგაჩოვაც დაეთანხმა.

გამოცემა ამტკიცებს, რომ მეუღლეებმა შეგნებულად თქვეს უარი 10 წლის ჰარისა და ლიზასთვის, რუსული ენის შესწავლაზე და ახალ სასწავლო ენად, ივრითული შეარჩიეს.

როგორც გამოცემა წერს, ისრაელში რუსული სკოლა არსებობს და იქ სწავლის შესაძლებლობა აქვს ყველას, მათ შორის, გალკინისა და პუგაჩოვას შვილებს, თუმცა მეუღლეებმა ეს გადაწყვეტილება განზრახ მიიღეს.

საინტერესოა ისიც, რომ ისრაელში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან მალევე, მაქსიმ გალკინმა ახალი ვიდეო გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ის ოჯახთან ერთად, ქვეყანაში რჩება.

„მე და ალა ისრაელში ვრჩებით, ჩვენ არ დავტოვებთ ქვეყანას ამ მძიმე მომენტში“ – მაქსიმ გალკინი

„რას ნიშნავს ალაჩკა რუსეთში დავაბრუნო, ტანსაცმლის კარადაა? “ – მაქსიმ გალკინი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g