მაქსიმ გალკინი, რომელიც მეუღლესთან, ალა პუგაჩოვასთან ერთად, ისრაელში ცხოვრობს, ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებს. შოუმენი ამბობს, რომ მძიმე წუთების მიუხედავად, ის და ალა ისრაელის დატოვებას არ აპირებენ: „მინდა მოვუწოდო ,,ჰეითერებს”, მორჩით ამ თემაზე ჭორების გავრცელებას. არსად გავქცეულვართ და არც ვაპირებთ. ჩვენ დიდი ხანია ევროკავშირის მოქალაქეები ვართ და შეგვიძლია 27-ვე ქვეყანაში ვიცხოვროთ. ისრაელი განგებ შევარჩიეთ, აქ ძალიან მშვიდად ვგრძნობდით თავს.
აეროპორტი ღიაა და შეგვიძლია ნებისმიერ დროს გავფრინდეთ, მაგრამ არა. ჩვენ გვიყვარს ისრაელი და ვრჩებით. არ დავტოვებთ ქვეყანას ამ მძიმე მომენტში “ – ამბობს გალკინი.
ისრაელში ოფიციალურად გამოცხადდა საომარი მდგომარეობა
„რას ნიშნავს ალაჩკა რუსეთში დავაბრუნო, ტანსაცმლის კარადაა? “ – მაქსიმ გალკინი