LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ნარმანიამ საკომიტეტო მოსმენაზე სემეკის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპებზე ისაუბრა

494
23

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში სემეკის 2022 წლის ანგარიშის პრეზენტაციისას იმ მექანიზმებზე ისაუბრა, რომლებიც კომისიის საქმიანობის მაქსიმალურ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.

მისი თქმით, კომისიის სხდომები, სადაც კომუნალურ სერვისებთან დაკავშირებით ყველა მნიშვნელოვანი საკითხი წყდება, საჯაროა და მასზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

დავით ნარმანიას განცხადებით, საკმაოდ აქტიურად მუშაობს სემეკის ცხელი ხაზი, სადაც მხოლოდ 2022 წელს 16 216 ზარია შესული.

საანალიზო პერიოდში სემეკში კომისიის 58 სხდომა გაიმართა, სადაც სხვადასხვა საკითხები განიხილეს. განხილვების შედეგად კი მიღებულია 86 დადგენილება და გამოტანილია 880 გადაწყვეტილება.

სემეკის თავმჯდომარის თქმით, კომისიის სხდომებზე ზეპირი მოსმენის გარეშე, მხოლოდ 2022 წლის განმავლობაში, 583 გადაწყვეტილებაა მიღებული.

 

magti 5g