ჩემი ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყანაში დააკავეს კეზერაშვილის პარტნიორები და მარჯვენა ხელები. საინტერესო რა არის, კეზერაშვილის გარშემო ყველას აკავებენ, გარდა კეზერაშვილისა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, „დავით კეზერაშვილი „გლობალური ომის“ პარტიას მნიშვნელოვან საქმეს უკეთებს“.
„გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ კეზერაშვილი ვიღაცას, ვგულისხმობ „გლობალური ომის პარტიას“, მნიშვნელოვან საქმეს უკეთებს, კერძოდ, სწორედ მისი ხელით ხდება საქართველოში რადიკალური ოპოზიციის დაფინანსება.
აქედან გამომდინარე, მას ყველაფერი ეპატიება, ევროპელი პენსიონერების ძარცვაც, საქართველოში ჩადენილი დანაშაულებიც, რადგან მისი ხელით „გლობალური ომის პარტია“ საქართველოში ოპოზიციურ პარტიებს, „ენჯეოებს“, მედიასაშუალებებს აფინანსებს.
ის არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი „გლობალური ომის პარტიის“ ხელში, ამიტომ ყველას აკავებენ მის გარშემო, გარდა თავად კეზერაშვილისა, ვიდრე დასჭირდებათ, გამოიყენებენ, იხმარენ, როგორც კი აღარ დასჭირდებათ, შეიძლება მისი პარტნიორების გზას გაუყენონ ,“ – თქვა ირაკლი კობახიძემ.