საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტმა 10:0 წააგო.
„სალომე ზურაბიშვილმა ომი გამოუცხადა არა ირაკლი კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“, არამედ საქართველოს კონსტიტუციას და სახელმწიფო ინსტიტუტებს. ეს ომი მან წააგო 10:0. რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილი არის 10:0-ზე წაგებული,“ – აღნიშნა კობახიძემ.
პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა
გარდა ამისა, კობახიძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი მმართველ გუნდს საპრეზიდენტო კამპანიის დროს არ უჯერებდა.
„რეალურად მართლა არ გვიჯერებდა. ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებდით, ვეხმარებოდით, მაგრამ იყო ბევრი საკითხი, რაშიც არ გვიჯერებდა. რეალურად რომ დაეჯერებინა, პირველ ტურში 39%-ზე ნაკლებს არ მიიღებდა. მეორე ტურში უფრო მეტად დაგვიჯერა,“ – განაცხადა კობახიძემ.