ცნობილი ტელეწამყვანი, თიკა ფაცაცია, რომელსაც 18 ოქტომბერს დაბადების დღე ჰქონდა, სამადლობელ პოსტს ავრცელებს საკუთარ ფეისბუკგვერდზე და ამავდროულად, გვიზიარებს გადაცემის „დილა მშვიდობისა საქართველო“ მიერ სპეციალურად მომზადებულ სიუჟეტს, რომელშიც მაყურებელი ტელესახეს იუბილეს ულოცავს.
როგორც თიკა ფაცაცია წერს, აღნიშნული ვიდეო მისთვის სრული კულმინაცია იყო და მაყურებელს მისდამი გამოხატული სიყვარულისთვის მადლობას უხდის.
„ეს ვიდეო აღმოჩნდა სრული კულმინაცია… უკვე სახლში მოსულს და გათანგულს შემომხვდა სრულიად მაშოკირებლად??
ეს არის კოსმოსი, ეს არის ის, სადაც ვუშვებთ სიყვარულს, რომელიც მერე ბუმერანგივით უკან ბრუნდება. ან როდის ან რანაირად დავიმსახურე ასეთი დამოკიდებულება მე არ ვიცი….. ჩემზე საუბრობენ ადამიანები, რომლებიც არ მიცნობენ და გამოხატავენ უზომო სიყვარულს და სიმპათიას.
ეს გული არ გამისკდეს ბედნიერებისგან?
მადლობელი ვარ თქვენი არსებობით, ადამიანებით, რომლებიც ასხივებთ სიკეთეს და სიყვარულს. ჩვენ ვცნობთ ერთმანეთს.
ჩემი დილა მშვიდობისა საქართველო გუნდს კი ვერასდროს გადავუხდი იმ სიხარულის და ბედნიერების ცრემლებისთვის მადლობას ❤️❤️❤️❤️ ძალიან გამიმართლა❤️ ძალიან“, – წერს თიკა ფაცაცია.
ეს ვიდეო აღმოჩნდა სრული კულმიანცია… უკვე სახლში მოსულს და გათანგულს შემომხვდა სრულიად მაშოკიდებლად??? ეს არის კოსმოსი,…
Posted by Tika Patsatsia on ოთხშაბათი, 18 ოქტომბერი, 2023
თიკა ფაცაციამ დაბადების დღე ახლო მეგობრების წრეში გადაიხადა.