ანსამბლი „ბასიანი“ ბელგიაში საერთაშორისო კულტურულ ფესტივალზე Europalia რამდენიმე კონცერტს გამართავს.
ანსამბლი ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემას „დილა მშვიდობისა საქართველო“ სტუმრობდნენ, სადაც გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელმა, გიორგი დონაძემ ფესტივალში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ფესტივალი „ევროპალია საქართველო“ არის ერთ-ერთი მასშტაბური ღონისძიება მსოფლიოში, ალბათ ხუთეულშიც შევა.
წელს საქართველო მასპინძელი ქვეყანაა.. 200-მდე ღონისძიებაა ჩანიშნული.
იქნება წარმოდგენილი მთელი ქართული კულტურა.
ბასიანმა გახსნა ეს ფესტივალი.. ახლა იწყება ძალიან საინტერესო კონცერტები, ასეთი კონცერტები საქართველოშიც კი არ ჩაგვიტარებია..
ასეთი მასშტაბის კულტურული ღონისძიება ჩვენს ქვეყანას არ მახსენდება რომ ჰქონოდეს,“– ამბობს გიორგი დონაძე.