ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი ჯონათან კონრიკუსი აცხადებს, რომ „ჰეზბოლა“ ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობს და შესაძლოა ლიბანი ომში ჩაითრიოს.
მისი თქმით, „ჰეზბოლა“ უტევს ისრაელის პოზიციებს ისრაელი-ლიბანის ჩრდილოეთ საზღვართან და სიტუაციას ამძაფრებს.
„ნამდვილად მზად არის ლიბანის სახელმწიფო, ღაზას ტერორისტების გამო საფრთხე შეუქმნას იმას, რაც ლიბანის კეთილდღეობისა და სუვერენიტეტისგან დარჩა?“, – აინტერესებს კონრიკუსს.
ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლის ინფორმაციით, „ჰეზბოლა“ რაკეტებს სამოქალაქო შენობებიდან და დასახლებული ტერიტორიიდან ისვრის, რაც მსხვერპლს იწვევს როგორც მშვიდობიან მოსახლეობაში, ასევე სამხედროებში.