იძებნება 4 შვილის დედა, რომელიც უკვე 24 საათია არ გამოდის კონტაქტზე.
„ფორტუნა“ ოჯახის ახლობელს დაუკავშირდა. ოჯახს ამ ეტაპზე გოგონას გაუჩინარების არანაირი ვერსია არ აქვს.
სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს დომენიკ მანგო.
„უკლებლივ ყველამ გააზიარეთ, ოჯახი ძალიან განიცდის. საქმეში ჩართულია პოლიცია/გამოძიება, ყველაფერს ვაკეთებთ მოსაძებნად.
ბოლოს იყო ვაზიანში, შანხაის დასახლებაში – მას შემდეგ აღარავის უნახავს. დაკარგულის სახელი და გვარია ნელი ლუხოშვილი.
თუ შეამჩნევთ ამ გოგონას, აუცილებლად დაუკავშირდით ოჯახს: +995571072367 ან 112“. – წერს დომენიკ მანგო.