LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების ტერმინალი ფართოვდება

122
11

მგზავრებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნის, აეროპორტის გამტარუნარიანობის გაზრდისა და რიგების შემცირების მიზნით, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს იწყებს.

საპასპორტო კონტროლისა და საავიაციო უშიშროების შემოწმების ზონების გასაფართოებლად თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების ტერმინალში სარეკონსტრუქციო სამუშაოები იწყება.

პროექტი გულისხმობს ესკალატორებთან მდებარე ღიობების ნაწილობრივ ამოვსებას, რის შედეგადაც დამატებით 220 კვ.მ სივრცე გაჩნდება. შესაბამისად, გაიზრდება საპასპორტო კონტროლის ჯიხურების რაოდენობა, გაფართოვდება საავიაციო უშიშროების შემოწმების ზონა და გამგზავრების დარბაზში მდებარე ბიზნესლაუნჯი.

პროექტი, რომელშიც „ტავ ჯორჯია“ 2 200 000 ლარის ოდენობის ინვესტიციას ახორციელებს, 2024 წლის თებერვალში დასრულდება.

„ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერის თეა ზაქარაძის თქმით, 2024 წელს მოფრენის ტერმინალის გაფართოებაც იგეგმება, თუმცა პროექტის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g