ფიქრობთ რა აჩუქოთ დღესასწაულზე ახლობელსა თუ თანამშრომელს? გაინტერესებთ, თუ რომელი ნივთი გამოადგებოდა და გაუხარდებოდა ნებისმიერ მძღოლს? ქვემოთ ჩამოთვლილ სიაში ვერ ნახავთ გამოუსადეგარ მორთულობებს, არამედ მხოლოდ ნამდვილად პრაქტიკულ ნივთებს, ისეთებს რომელზეც ყველაზე მომთხოვნი ავტომფლობელიც კი „მადლობას“ გეტყვით.
მზის სათვალე
საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ კარგი სათვალე გზაზე უსაფრთხოებას ზრდის. სწორად შერჩეული ლინზები მძღოლს ნათელ მზიან დღეებში მხედველობას უნარჩუნებს, ამცირებს დაღლილობას, ხოლო სურათს ბევრად უფრო მკაფიოს ხდის.
საბარგულის ორგანაიზერი
მძღოლს ისე არაფერი აღიზიანებს, როგორც შორ გზაზე მიმავალს საბარგულში „მორბენალი“ ტვირთი. იქნება ეს ცეცხლმაქრი, ხელსაწყოები თუ აფთიაქი.
ამ უსიამოვნების დამარცხება ორგანაიზერს შეუძლია. სასურველი ზომისა და ფორმის შერჩევაც ინდივიდუალური მოთხოვნილებების შესაბამისად შეგიძლიათ.
ავტო-მაცივარი
მაცივარი ნებისმიერი შორი მგზავრობის თუ ლაშქრობის დროს გამოდგება. ყველაზე პოპულარული მოდელები ხელბარგის ჩემოდნის ზომისაა და ყველაზე პატარა ჰეტჩბეკის საბარგულშიც კი მოთავსდება.
საბარგული სახურავზე
ბოლო 30 წლის განმავლობაში ზედა საბარგულმა დიდი მეტამორფოზი განიცადა. მეტალის მარტივი კონსტრუქციიდან ის პრაქტიკულ და მოსახერხებელ აქსესუარად გადაიქცა, რომელიც ნებისმიერი ხანგრძლივი მოგზაურობის დროს საუკეთესო დამხმარეა.
გაჯეტების სამაგრი
ტელეფონის თუ სხვა გაჯეტის სალონში დასამაგრებლად მრავალრიცხოვანი აქსესუარებიდან სასურველის არჩევა შეგიძლიათ.
საავტომობილო სკანერი
ავტოსერვისისთვის განკუთვნილ მრავალრიცხოვან პროფესიონალ მოწყობილობათა შორის ბიუჯეტური სკანერების პოვნაცაა შესაძლებელი.
მოწყობილობა ტელეფონს ან პლანშეტს Blootooth-ით უკავშირდება და ბორტის სისტემებს დიაგნოსტიკას უწევს. ეს მძღოლს სხვადასხვა გაუმართაობის აღმოჩენას გაუადვილებს.