LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წლიდან ჩვენი მთავრობა ახერხებდა მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნებას, ამის შედეგად ჩვენი ქვეყნისთვის და პარტნიორებისთვის სიტუაცია უფრო სანდო და პროგნოზირებადი ხდებოდა

124
BeFunky-collage

2012 წლიდან მოყოლებული ჩვენი მთავრობა ახერხებდა მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას თანაც უპრეცედენტოდ მთელი ათწლეულის განმავლობაში და ამის შედეგად უკვე ჩვენი ქვეყნისთვის და პარტნიორებისთვის სიტუაცია უფრო სანდო და პროგნოზირებადი ხდებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მთავრობამ ხალხისა და ქვეყნის უსაფრთხოდ ყოფნა შეძლო.

„ღრმა რწმენით ვაცხადებ, რომ ამ განადგურების მიუხედავად, რომელიც ჩვენ განვიცადეთ, დაუყონებლივ დავიწყეთ ჩვენი ამბიციების განხორციელება და ეტაპობრივად გადავაქცევთ საქართველოს დინამიკურ საზოგადოებად, რომელიც მზად არის მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების მისაღწევად. საქართველოს ესმის ომის ფასი და ასევე აღიარებს რამდენად ღირებულია მშვიდობა. 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენი მთავრობა ახერხებდა მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებას თანაც უპრეცედენტოდ მთელი ათწლეულის განმავლობაში და ამის შედეგად უკვე ჩვენი ქვეყნისთვის და პარტნიორებისთვის სიტუაცია უფრო სანდო და პროგნოზირებადი ხდებოდა.

ჩემი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ომის თავიდან აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფა. იმის მიუხედავად, რომ ჩვენი გეოგრაფიული, რეგიონული და გლობალური გამოწვევების გამო, მიმდინარე ომი არსებობს უკრაინაში და დაძაბულობაა ახლო აღმოსავლეთში, გონივრული პოლიტიკით და ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით შევძელით, რომ ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოდ ყოფილიყო, თანაც ასევე ვყოფილიყავით საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრიც. ჩემი მთავრობის მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის მეშვეობით, მზად ვართ, ვიმუშაოთ ჩვენ მეზობელ და მეგობარ ქვეყნებთან სომხეთსა და აზერბაიჯანთან, რათა საბოლოოდ დამკვიდრდეს გრძელვადიანი მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს ნიკოლ ფაშინიანი ეწვია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g