LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გენადი არველაძე – საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მეტად ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა აქვს

158
გენადი

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ პანელურ დისკუსიაზე „ვაჭრობა მომავლისთვის“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, რომელიც ამავე დროს ღონისძიების საორგანიზაციო შტაბის ხელმძღვანელია, საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის ლიბერალურ კურსზე და პარტნიორ სახელმწიფოებთან თანამშრომლობაზე ისაუბრა.

გენადი არველაძემ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმების კუთხით მიღწეულ შედეგებსა და აღნიშნული შეთანხმებების როლს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლის შენარჩუნების კუთხით ხაზი განსაკუთრებულად გაუსვა.

„ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების თვალსაზრისით საქართველო რეგიონში ერთ-ერთი პირველი იყო. სულ ახლახან ასეთ შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთანაც. ღია და ლიბერალური პოლიტიკით ჩვენ ვცდილობთ, ეკონომიკური ზრდა უზრუნველვყოთ  და ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ექსპორტია. ლიბერალური ვაჭრობა ხელს ყოველთვის უწყობს ექსპორტის გლობალურად ზრდას, ამიტომაც შევძელით ბოლო ორი წლის განმავლობაში, კოვიდპანდემიის შემდეგ, ორნიშნა ზრდის შენარჩუნება“,- განაცხადა არველაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები