LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემს ალისკას ნაყინში ფულს არავინ ახდევინებს.. აქვე ვიტყვი ადინაზე, რომელიც უსაყვარლესი ადამიანია“ – მიხეილ სააკაშვილი შვილსა და რძალზე

10685
Untitled design (4)

მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ის საზოგადოების მხარდაჭერას ყოველთვის გრძნობს. მისი თქმით, თავის დროზე, ქვეყანაში დაბრუნების გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ მიიღო.

„ყველას საქართველოდან გაქცევაზე აქვს თვალი – მრცხვენია იმ ხალხის, რომელიც სააკაშვილის დაძახებით, ახალ საქართველოში ცხოვრების იმედით ჩამოვიდა“ – მიხეილ სააკაშვილი

„ქართული საზოგადოება უმეტესობა არის ჯანსაღი, ჯანმრთელი. სიყვარულის, მხარდაჭერის ეს ფლუიდები მოდის ჩემთან ჩემი ახლობლების მეშვეობით, მაგალითად, თბილისში, ჩემს ალისკას ნაყინში არავინ არ ახდევინებს ფულს და ესეც რაღაცის გამოხატულებაა..

ჩემი ებრაელი რძლის, ადინას გამოც და ზოგადადაც, დიდი სოლიდარობა მინდა გამოუცხადო ებრაელ ხალხს, ჩემი რძალი უსაყვარლესი ადამიანია. მინდა ვუთხრა ყველას, რომ საქართველო ყოველთვის უნდა იყოს სამართლიანობის მხარეზე. ეს არის ბოროტების და სიკეთის ბრძოლა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

ჩართვა პოლიტიკური მართლმსაჯულების მორიგ პროცესზე

ჩართვა პოლიტიკური მართლმსაჯულების მორიგ პროცესზე

Posted by Mikheil Saakashvili on პარასკევი, 27 ოქტომბერი, 2023

 

ცნობისათვის, 7 ნოემბრის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა. სხდომას დისტანციურად ერთვებოდა მიხეილ სააკაშვილიც.

„პუტინმა დამადანაშულა, რომ დსთ მე დავუშალე, ვამაყობ, რომ ნამდვილად მიმიძღვის წვლილი ამაში.. როგორც არ უნდა ეცადონ, გამაჩუმონ, ვაპირებ, ქვეყნის გადარჩენის პროცესში ჩავერთო“ – მიხეილ სააკაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g