LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პუტინმა დამადანაშულა, რომ დსთ მე დავუშალე, ვამაყობ, რომ ნამდვილად მიმიძღვის წვლილი ამაში.. როგორც არ უნდა ეცადონ, გამაჩუმონ, ვაპირებ, ქვეყნის გადარჩენის პროცესში ჩავერთო“ – მიხეილ სააკაშვილი

317
Untitled design (8)

„დღევანდელ სასამართლოსთან პირდაპირ კავშირშია ის, რომ ვლადიმერ პუტინმა დსთ-ს ნარჩენების სხდომაზე პირდაპირ დამადანაშაულა, რომ დსთ მე დავუშალე“, – აღნიშნული განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე გააკეთა და თქვა, რომ პუტინის ასეთი პირდაპირი დადანაშაულება მიუთითებს იმაზე, თუ ვისი მითითებით არის საქმე აღძრული.

„დღევანდელ სასამართლოსთან პირდაპირ კავშირშია ის, რომ ვლადიმერ პუტინმა დსთ-ს ნარჩენების სხდომაზე პირდაპირ დამადანაშაულა, რომ დსთ მე დავუშალე. მე ვამაყობ იმით, რომ ამაში ნამდვილად მიმიძღვის წვლილი და ეს პირდაპირ უკავშირდებოდა იმ მოვალეობებს, რომელიც უკავშირდება იმ პერიოდს და რომელსაც თქვენ არჩევთ სისხლის სამართლის ე.წ საქმის განხილვისას.

იცით, რომ ვლადიმერ პუტინი საქართველოს დაუძინებელი მტერია. ის არის საქართველოს ტერიტორიის დამპყრობელი და მისი მხრიდან ჩემი ასეთი პირდაპირი დადანაშაულება, პირდაპირ, კონკრეტულად მიუთითებს თუ ვისი მითითებით არის ეს საქმე აღძრული. მაშინდელი მთავარი პროკურორი, ახლა არის სანქცირებული, როგორც „ეფესბეს“ აგენტი და ყველაფერი გასაგებია თუკი ვინმეს რაიმეს გაგება უნდა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკურ ძალებს მიმართა, რომ საქართველოს ისტორიაში 1990 წლის შემდეგ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებია და „ქართული ოცნება“ იმ შემთხვევაში წავა ხელისუფლებიდან, თუ ოპოზიცია კოორდინირებულად და ერთმანეთთან შეთანხმებით იმოქმედებს. 

„როგორც არ უნდა ეცადონ მის გაჩუმებას“, მიხეილ სააკაშვილი აქტიურად აპირებს ჩაერთოს საქართველოს გადარჩენის პროცესში.

„მინდა, მივმართო ყველა პოლიტიკურ ძალას, შემდეგი არჩევნები, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები საქართველოს ისტორიაში 1990 წლის შემდეგ. 1990 წელს კომუნისტურმა პარტიამ წააგო არჩევნები, მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო მოვიდა, სხვა ძალებთან ერთად და მათ მოახერხეს საქართველოს საბჭოთა კავშირიდან დახსნა. ზუსტად ასეთი გამოწვევების წინაშე ვართ დღეს და ეს სასამართლოს, ჩემი პატიმრობაც უკავშირდება იმას, რომ ისინი აპირებენ, უკან დაგვაბრუნონ საბჭოთა კავშირში. ისინი აპირებენ, რომ ჩააბეტონონ მათი ყოფნა და ესენი არჩევნებით წასვლას არსად არ აპირებენ. ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს, ჩვენ ეს ვიცით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არ წავლენ. ისინი წავლენ, მაგრამ როცა ჩვენ ვიმოქმედებთ ერთობლივად, კოორდინირებულად და ერთმანეთთან შეთანხმებით.

ეს საარჩევნო სისტემა, რომელიც არის დღეს მიღებული, ელექტრონული სისტემა, არის თავიდან ბოლომდე გაყალბებაზე აგებული სისტემა, ეს არის დაახლოებით ის, რაც აქვთ რუსეთში, პუტინმა რაც შემოიღო და ეს არის სისტემა, სადაც არჩევნებზე, მიუხედავად იმისა, ვინ რა ხმას მისცემს, ერთი კაცი შუშის სასახლეში გადაწყვეტს.

როგორც არ უნდა შეეცადონ ჩემს გაჩუმებას, იქნება ეს კლინიკაში, თუ ციხეში, თუ სასამართლო სხვადასხვა გარჩევების დროს, მთავარია, საქართველოში ვარ და აქტიურად ვაპირებ, ჩავერთო საქართველოს გადარჩენის პროცესში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g