სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერითა და ხელშეწყობით, ბრიტანული კომპანია Hives CX საქართველოში ინვესტირებას განახორციელებს და ის IT სერვისების დისტანციურად მიწოდებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით იმუშავებს.
კომპანიის დირექტორის შერიფ კამელის თქმით, საქართველოში ინვესტირების გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მიღწევებისა და ადამიანური კაპიტალის შესაძლებლობებიდან გამომდინარე მიიღო.
შერიფ კამელი საქართველოს რამდენიმე დღის წინ მეორედ სტუმრობდა. იგი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით გამართულ ბიზნეს სერვისების დისტანციურად მიწოდების (BPO) ინდუსტრიის სამიტში მონაწილეობდა