LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაფუთი მასალების გამოფენაზე – FachPack 2024 რეგისტრაცია დაიწყო

111
FachPack

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, შესაფუთი მასალების მწარმოებელ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ სექტორის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაზე – FachPack 2024, რომელიც ქალაქ ნიურნბერგში 24-26 სექტემბერს გაიმართება.

საქართველოს გამოფენაზე 92 კვ.მ სივრცე აქვს გამოყოფილი.

გამოფენისთვის შერჩეული კომპანიები პოტენციურ დამკვეთებსა და პარტნიორებს საკუთარ პროდუქციას წარუდგენენ, ასევე, გამართავენ შეხვედრებს.

Fachpack შესაფუთი მასალების სექტორის ყველაზე დიდ საერთაშორისო გამოფენას წარმოადგენს, რომელსაც, საშუალოდ, 40 000 ვიზიტორი სტუმრობს და 2000-მდე მონაწილე ჰყავს. ის მონაწილეებს საშუალებას აძლევს დაამყარონ ბიზნესკავშირები უცხოელ შემსყიდველებთან, დამკვეთებთან და პარტნიორებთან და გაზარდონ საკუთარი კომპანიის ცნობადობა მსოფლიოს მასშტაბით.

რეგისტრაცია შესაძლებელია აქ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები