LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა შეცდომით მოსული მესიჯი, მთავარი საახალწლო საჩუქარი ხდება – ახალი საშობაო ფილმი, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

281
საშობაო-ფილმი

ახალ წელს საშობაო ფილმების მთელი სერია გამოდის, თუმცა, მხოლოდ რამდენიმეს შეუძლია მაყურებლის გულის გათბობა. ერთ-ერთ ამ ჩამონათვალში უდავოდ აღმოჩნდება ახალი სატელევიზიო რომანტიკული მელოდრამა „შეტყობინება შობის წინ“.

ყველაფერი ორი ქალბატონის მეგობრობით იწყება. უფრო სწორად კი, ედდისა და ნანას შემთხვევითი მესიჯით, რომელიც ორ სხვადასხვა ქალაქში მცხოვრებ ქალს დაამეგობრებს.

ედდი ახალგაზრდა ქალია, რომელიც წარსული სიყვარულის დავიწყებას ცდილობს, ნანა კი, დიასახლისი, რომელიც შობისთვის ემზადება. ასე აღმოჩნდება ედდი სტუმრად ნანას სახლში, სადაც მის ერთადერთ ვაჟს გაიცნობს და სიყვარულიც ასე იწყება.

ფილმში მთავარ როლებს, მერიტ პატერსონი და ტრევორ დონოვანი ასრულებენ. ფილმი ულამაზესი საშობაო ატმოსფეროთი, თოვლიანი ქალაქითა და საოცარი მსახიობებით, უდავოდ ყველას მოგაწონებთ თავს.

3 ახალი საშობაო ფილმი, რომელიც ეკრანებზე მალე გამოვა და ჯადოსნურ განწყობას შეგიქმნით

5 კლასიკური საშობაო ფილმი, სადაც ახალი წელი მართლა ჯადოსნურია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები