LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 ახალი საშობაო ფილმი, რომელიც ეკრანებზე მალე გამოვა და ჯადოსნურ განწყობას შეგიქმნით

268
საშობაო ფილმები

საშობაო ფილმების შესახებ უკვე ბევრი ითქვა და დაიწერა, თუმცა ჩვენ ამჯერად შევარჩიეთ სამი ახალი ფილმი, რომელიც ეკრანებზე ამ შობა-ახალ წელს გამოვა და რომლის ნახვაც, ნამდვილად არაჩვეულებრივ განწყობაზე დაგაყენებთ.

პირველი, ეს გახლავთ „ნეტფლიქსის“ პროექტი „საუკეთესო შობა“, სადაც მთავარ როლებს მომღერალი ბრენდი და მსახიობი ჰიზერ გრეჰემი ასრულებენ. ფილმი კოლეჯის ორი მეგობრის შესახებ გვიყვება. ჯეკი და შარლოტა უკვე წლებია შობას ერთად ატარებენ, თუმცა, შარლოტა ყოველთვის გაოცებული რჩება ჯეკის უნარით, დაამზადოს და დააგზავნოს ყველაზე ლამაზი მისალოცი ბარათები. ამჯერად შარლოტა გადაწყვეტს, თავად შექმნას ისეთი მისალოცი ბარათები, რომლებიც ყველას ბედნიერებას მოუტანს. ფილმი ნამდვილ მეგობრებზეა, რომელი გაიმარჯვებს, კონკურენცია თუ მეგობრობა, ამას მაყურებელი ნახავს. ფილმის პრემიერა 15 ნოემბერს არის დაგეგმილი.

მეორე გახლავთ დევიდ დუხოვნისა და მეგ რაინის მონაწილეობით გადაღებული ახალი ფილმი „რა მოხდება მერე“. მეგ რაიანის რეჟისორობით გადაღებული ფილმი, 90-იან წლებში დაგვაბრუნებს, სადაც ყველა საახალწლო ფილმი სწორედ მეგ რაიანის მონაწილეობით გვახსოვს. ფილმი ყოფილი შეყვარებულების ამბავს გვიყვება, რომლებიც შობის დღესასწაულებზე, სრულიად შემთხვევით, აეროპორტში ხვდებიან ერთმანეთს.

მეგ რაიანი და დევიდ დუხოვნი ახალ რომანტიკულ ფილმში „რა იქნება მერე?“ – პირველი თრეილერი

მესამე, ეს გახლავთ ედი მერფის მონაწილეობით გადაღებული საშობაო კომედია „კენდი კეინ ლეინი“, რომელიც ეკრანებზე პირველ დეკემბერს გამოვა. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, ედი მერფის გმირი ელფთან დამეგობრდება და მას ყველაზე ლამაზი საშობაო დეკორაციის შექმნაში, დახმარებას სთხოვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები