LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი საშობაო ფილმი „რეალური სიყვარულის“ შემქმნელისგან, რომელიც ყველა დარდს დაგავიწყებთ და ნამდვილ დღესასწაულს მოგიტანთ

520
საშობაო-ფილმები

სულ მალე ეკრანებზე გამოდის ახალი საშობაო რომანტიკული კომედია „ჯინი”, რომლის რეჟისორი და სცენარის ავტორი ლეგენდარული რიჩარდ კერტისია. ეს უკანასკნელი ყველას უყვარს ყველაზე ცნობილი საშობაო ფილმით „რეალური სიყვარული“. ასევე ფილმებით „ოთხი ქორწილი და ერთი დასაფლავება“ და „ბრიჯიტ ჯონსის დღიური“. ახალ საშობაო ფილმზე კერტისი სემ ბოიდთან ერთად მუშაობს.

საინტერესოა, რომ ეს გახლავთ რიჩარდ კერტისის 1991 წლის სატელევიზიო ფილმის „ბერნარდისა და ჯინის“ რიმეიკი. ფილმში მთავარ როლებს მელისა მაკარტი და პააპა ესიდუ ასრულებენ.

ფილმი საქმეზე უზომოდ შეყვარებულ მამაკაცზე გვიყვება, რომელიც ჯადოსნური ჯინის დახმარებით, მასზე განაწყენებული ოჯახის დაბრუნებას შეეცდება.

ფილმში ჟღერს ლეგენდარული საშობაო ჰიტი The Most Wonderful Time Of The Year, რომელიც ნამდვილ დღესასწაულს მოგიტანთ.

როცა შეცდომით მოსული მესიჯი, მთავარი საახალწლო საჩუქარი ხდება – ახალი საშობაო ფილმი, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

3 ახალი საშობაო ფილმი, რომელიც ეკრანებზე მალე გამოვა და ჯადოსნურ განწყობას შეგიქმნით

5 კლასიკური საშობაო ფილმი, სადაც ახალი წელი მართლა ჯადოსნურია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები