LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ულამაზესი ნაძვის ხეები ძველი ფილმებიდან და სერიალებიდან, რომელიც დღემდე გვახსოვს

318
საშობაო-ფილმები

დღეს სულ უფრო მეტად შემოდის მოდაში მინიმალისტურად მორთული ნაძვის ხეები. სწორედ ასეთი ნაძვის ხეები ჩნდება მსოფლიოს უზარმაზარ ქალაქებში, სავაჭრო ცენტრებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. მაქსიმალურად სადაა ის ნაძვის ხეებიც, რომლებსაც ცნობილი ადამიანების სახლში ვხედავთ. მოდით, გავიხსენებთ სწორედ სადა და ლამაზ ნაძვის ხეები ჩვენთვის საყვარელი ფილმებიდან და სერიალებიდან.

ალბათ ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნაძვის ხე ჰქონდათ ქერინგტონებს სერიალ „დინასტიის“ საშობაო სეზონის გადაღებებზე. ნაძვის ხე ოქროსფერი და წითელი დეკორაციებით დღემდე ყველას გამორჩეულად გვიყვარს.

დაუვიწყარია ბობ ნიუჰარტის ცნობილი სატელევიზიო შოუს საახალწლო გამოშვება, როცა ულამაზესი წიგნების თაროებით გაფორმებულ სტუდიას თეთრი თოვლითა და ვერცხლისფერი წვიმებით გაფორმებული ნაძვის ხეც დაემატა.

ალბათ ყველას გვახსოვს 90-იანების ცნობილი სერიალი „ნაბიჯ ნაბიჯ“, სადაც პირველად ვნახეთ დახუნძლული ნაძვის ხე და ამასთან ულამაზესი წვიმებით, სასაჩუქრე დეკორაციებით, წინდებითა და სანტას ქუდებით მორთული სახლი.

ცხადია, არაფერი შეედრება სერიალ „მეგობრების“ საახალწლო ნაძვის ხეს და ასეთი სერიალის ისტორიაში რამდენიმეა.

ისევე როგორც 60-იანი წლების ამერიკული სიტკომის „ოზისა დაჰარიეტის თავგადასავალი“ საახალწლო ეპიზოდი, სადაც უზარმაზარი წითელი ბურთებით გაფორმებული ნაძვის ხე ისე გამოიყურება, თითქოს ქათქათა თოვლით არის დაფარული.

და ბოლოს, არ უნდა გამოვტოვოთ ბევერლი ჰილზი 90210-ის მინიმალისტური ნაძვის ხე, რომელიც ნოსტალგიით აგავსებთ.

„სასწაული უფრო ახლოსაა, ვიდრე გგონიათ“ – ფილმი, რომელიც უნდა ნახოთ, თუ შობის სასწაულის ჯერ კიდევ არ გჯერათ

„რეალური სიყვარული“ – როგორ იქმნებოდა ყველა დროის ყველაზე ლამაზი საშობაო ისტორია

6 ფილმი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ, რათა შობა კიდევ უფრო ჯადოსნური გახდეს

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები