LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სასწაული უფრო ახლოსაა, ვიდრე გგონიათ“ – ფილმი, რომელიც უნდა ნახოთ, თუ შობის სასწაულის ჯერ კიდევ არ გჯერათ

1861
christmas-movies

ჩაზ პალმინტერის საშობაო რომანტიკული ფილმი „ნოელი“ ახალ წელს სანახავი ყველაზე მოთხოვნადი ფილმების სიაშია. კინომელოდრამა, სადაც მთავარ როლებს სიუზან სარანდონი, ალან არკინი, რობინ უილიამსი,  პენელოპა კრუსი და პოლ უოკერი ასრულებენ, ეკარნებზე 2004 წელას გამოვიდა.

შობა ნიუ-იორკში წლის ყველაზე ჯადოსნური დროა, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბედნიერებას წელიწადის ამ დროსაც ვერ პოულობენ. ნინა, რომლის როლსაც პენელოპა კრუსი ასრულებს, საყვარელ მამაკაცზე დაქორწინებას გეგმავს, თუმცა პოლ უოკერის გმირის მორიგ გამოხტომას ვერ ეგუება და მისგან მიდის. როზი, რომლის როლშიც სიუზან სარანდონი გვევლინება, საწოლთან მიჯაჭვულ დედას 10 წელია უვლის და ამის სანაცვლოდ წარმატებულ კარიერას თმობს. ნამდვილი სასწაული კი მის ცხოვრებაში შობის ღამეს, საავადმოყოფოს ერთ ჩვეუელებრივ პალატაში იწყება. არტი კი, რიმლის როლსაც ალან არკინი ასრულებს, ყოველ შობას გარადაცვლილ მეუღლეს ელოდება. მას სჯერა, რომ ის რეინკარნაციის შედეგად, სხვა ადამიანის სახით მობრუნდება. ამ ერთმანეთისგან განსხვავებულ ადამიანებს თითქოს არაფერი აქვთ საერთო, თუმცა შობის ღამე მათ ცხოვრებას სამუდამოც ცვლის, როგორ, ამას ფილმიდან გაიგებთ.

ჩაზ პალმინტერი მიიჩნევდა, რომ დაბალი ბიუჯეტის გამო ფილმი ეკონომიურად უნდა გადაეღოთ, ამიტომ სცენების დიდი ნაწილი მონრეალში გადაიღეს. გადამღები ჯგუფი ნიუ-იორკში მხოლოდ ერთხელ, მანჰეტენის სცენის გადაღებებისას ჩავიდა. ფილმის სლოგანი ასეთია: „ნოელი; სასწაული უფრო ახლოსაა, ვიდრე ჩვენ გვგონია.“ საინტრესოა, რომ სიუზან სარანდონი ფილმში მონაწილეობას მაშინვე დათანხმდა, როგორც კი სცენარი წაიკითხა. რობინ უილიამსი კი ფილმში მონაწილეობას იმ პირობით დათანხმადა, თუ იქ სიუზან სარანდონი ითამაშებდა. მსახიობები 15 წელია მეგობრობდენ, თუმცა ეკრანზე ერთად არასოდეს გამოჩენილან. მოგვიანებით სიუზანი ღიმილით იხსენებდა, რომ მონრეალიში ნიუ-იორკიდან 14 საათი იფრინა, რადგან დიდთოვლობის გამო ყველა რეისი გადაიდო.

რომანტიკული სიუჟეტისა და საშობაო ისტორიების გარდა, ფილმში ყველაფერი ახალ წელს გახსენებთ, ქუჩები, განათებები, დეკორაციები, ამინდი და რა თქმა უნდა, ნოელის სასწაულმოქმედი ქანდაკებით მორთული ნაძვის ხე, რომელიც კიდვ ერთხელ გვარწმუნებს, რომ სასწაული ყოველი შობის ღამეს ხდება.

ფორტუნა“ გირჩევთ, ჩაზ პალმინტერის საშობაო რომნატიკული ფილმი „ნოელი“ ამ შობასაც  აუცილებლად ნახოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები