DreamWorks-მა და Universal Pictures-მა ოფიციალურად დააანონსეს ახალი ანიმაციური ფილმი – ,,ვირი”. მულტფილმი ,,შრეკის” სპინ-ოფი იქნება და საკულტო ფრენჩაიზის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟის – ვირის ცალკეულ, წარმოშობის ისტორიას ასახავს.
მთავარ გმირს, ვირს, ედი მერფი გაახმოვანებს, რომელიც 2001 წლიდან ამ პერსონაჟის უცვლელი ხმაა.
ანიმაციის სიუჟეტი უშუალოდ ვირის წარსულსა და იმ თავგადასავლებზე მოგვითხრობს, თუ როგორ იქცა ის იმ საყვარელ პერსონაჟად, რომელსაც მაყურებელი Shrek-ის სამყაროდან იცნობს.
Hollywood Reporter-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, Donkey ეკრანებზე, 2028 წლის 30 ივნისს გამოვა.
ცნობისთვის, 2027 წლის 30 ივნისს, ,,შრეკის” მეხუთე ნაწილი გამოვა. ,,შრეკი 5” 2010 წლის მეოთხე ნაწილს მოჰყვება. მაიკ მაიერსი (შრეკი), ედი მერფი (ვირი) და კამერონ დიასი (ფიონა) კვლავ ახმოვანებენ საკულტო პერსონაჟებს. სამსახიობო შემადგენლობას შეუერთდა ზენდეია, რომელიც შრეკის ქალიშვილს, ფელისიას ახმოვანებს.