ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონობის აღნიშვნა ჰოლივუდურმა წყვილმა, პენელოპე კრუსმა და ხავიერ ბარდემმა განსაკუთრებული ემოციებით იზეიმა. მეუღლეები მთელი ტურნირის განმავლობაში ესპანეთის ნაკრებს გულშემატკივრობდნენ და არცერთი მატჩი არ გამოუტოვებიათ.
პენელოპე კრუსმა გულშემატკივრებს ვიდეო გაუზიარა, სადაც ის ბედნიერი ცეკვავს ბედ ბანის სიმღერის ფონზე და გამარჯვებას ემოციურად აღნიშნავს.
ხოლო ხავიერ ბარდემმა შაკირას ბრუკლინში გამართულ, სრულად გაყიდულ კონცერტზე ნამდვილი შოუ მოაწყო. ოსკაროსანი მსახიობი მაყურებელთან ერთად მღეროდა, ცეკვავდა და აღმოჩნდა, რომ შაკირას სიმღერების ტექსტები ზეპირად იცოდა.
ვარსკვლავური წყვილის გულწრფელმა ემოციებმა სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ვიდეოებმა კი მსოფლიო მედია მოიცა.
პენელოპე კრუსი და ხავიერ ბარდემი ესპანეთის გამარჯვებას ზეიმობენ
„ექიმებმა მითხრეს, თქვენ ტვინის ანევრიზმა გაქვთ!“ – 52 წლის პენელოპე კრუზის აღიარება