LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როდესაც მის ფოტოებს ჟურნალებში ვხედავ, ვფიქრობ, „ეს ჩემი ცოლია? ღმერთო ჩემო, მართლა?“ – ხავიერ ბარდემი პენელოპა კრუზზე

262
ხავიერ ბარდემი პენელოპა კრუზზე

რთულია იპოვო მამაკაცი, რომელიც ქალზე ისე ისაუბრებს, როგორც ხავიერ ბარდემი პენელოპა კრუზზე. ხავიერმა „ვერიეთისთან“ ინტერვიუში მეუღლეზე ისაუბრა:

„ის ქალია, რომლის შესახებაც მარადიულად მადლიერი ვარ, რომ ამ ცხოვრებაში ერთსა და იმავე დროსა და ადგილას შევხვდი. პენელოპა საოცარი, ლამაზი და ნამდვილად კარგი ადამიანია – ის ერთნაირად ექცევა ოჯახს, მეგობრებს, ჩვენს შვილებს, მე და საკუთარ თავს“ – აღფრთოვანებულმა თქვა ხავიერმა. „მრავალი წელი გავიდა და მასში სიბრაზის ნატამალიც კი არ შემიმჩნევია. და ის ისეთი ლამაზია! როდესაც მის ფოტოებს ჟურნალებში ვხედავ, ვფიქრობ, „ეს ჩემი ცოლია? ღმერთო ჩემო, მართლა? ეს შეუძლებელია!“ – დასძინა ბარდემმა.

15-წლიანი ნაცნობობა, რომელიც ქორწინებით დასრულდა – პენელოპა კრუსისა და ხავიერ ბარდემის სიყვარულის ისტორია

ხავიერმა და პენელოპამ ერთმანეთი 1992 წელს ფილმ „ხამონი, ხამონის“ გადასაღებ მოედანზე გაიცნეს და 2010 წელს დაქორწინდნენ. მათ ორი შვილი ჰყავთ.

ვიდეო: როგორ „აჯაზებენ“ ერთად 51 წლის პენელოპე კრუსი და 56 წლის ხავიერ ბარდემი Bad Bunny-ის კონცერტზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები