LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა ხავიერ ბარდემმა კეიტ ჰადსონს აკოცა – უახლესი ვიდეო მედიასივრცეს იპყრობს

345
page

ჰოლივუდის ვარსკვლავები, კეიტ ჰადოსნი და ხავიერ ბარდემი ახალი რომანტიკული კომედიის, Hello & Paris გადასაღებ მოედანზე შენიშნეს. მსახიობები ფილმის სცენებს ნიუ-იორკის ქუჩებში იღებდნენ, სადაც პაპარაცებმა ისინი კოცნის დროს დააფიქსირეს.

ფილმის სიუჟეტი დაფუძნებულია დებორა მაკკლაინის რომანზე, That Part Was True. Hello & Paris, რომელიც კლასიკური რომანტიკული კომედიების სულისკვეთებით არის შექმნილი. მას ხშირად ადარებენ ისეთ პოპულარულ ფილმებს, როგორებიცაა „უძინარნი სიეტლში“, „როცა ჰარი შეხვდა სალის“ და „თქვენთვის წერილია“.

სიუჟეტის ცენტრში დამოუკიდებელი და მიზანდასახული არქიტექტორი და კრიზისში მყოფი ცნობილი მწერალი არიან. მათი პირველი შეხვედრა პარიზში, არც თუ ისე წარმატებით მთავრდება, თუმცა მოგვიანებით ისინი ერთმანეთთან წიგნებისა და რეცეპტების გაცვლის გზით იწყებენ ურთიერთობას. დროთა განმავლობაში მათ შორის განსაკუთრებული ემოციური კავშირი ყალიბდება, მიუხედავად იმისა, რომ ატლანტის ოკეანის სხვადასხვა მხარეს ცხოვრობენ.

Amazon-სა და MGM-ის ერთობლივი ნამუშევრის პრემიერა 2027 წელს იგეგმება.

„როდესაც მის ფოტოებს ჟურნალებში ვხედავ, ვფიქრობ, „ეს ჩემი ცოლია? ღმერთო ჩემო, მართლა?“ – ხავიერ ბარდემი პენელოპა კრუზზე

„რაც უფრო ვბერდები, მით ნაკლები ვიცი“ – 56 წლის ხავიერ ბარდემი გამოცემა GQ-ს გარეკანზე

გოგონების გიჟური გართობა – კრის მარტინისგან განთავისუფლებული დაკოტა ჯონსონი კეიტ ჰადსონთან ერთად იბიცაზე ისვენებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები