პენელოპე კრუსი ესპანური Vogue-ის სექტემბრის ნომრის მთავარი გმირი გახდა. 52 წლის მსახიობი ჟურნალისთვის ლონდონელმა ფოტოგრაფთა დუეტმა, Sean & Seng-მა გადაიღო.
ფოტოსესიისთვის კრუსმა „რამდენიმე გამორჩეული „ლუქი“ მოირგო. ჟურნალის შავ-თეთრ გარეკანზე მსახიობი მოდის სახლის 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის მძივებით გაფორმებულ კაბაში პოზირებს.
ფოტოსესიის ერთ-ერთ კადრში პენელოპე ქერა პარიკით მოგვევლინა, მას თეთრი ოქროსა და ბრილიანტებისგან დამზადებული „კარტიეს“ ყელსაბამი ამშვენებდა.
მსახიობმა ყურადღება კლიმატის ცვლილებაზე, ხელოვნური ინტელექტის სწრაფ განვითარებასა და იმაზე გაამახვილა, თუ როგორ ცვლის ტექნოლოგიები თანამედროვე ადამიანის ცხოვრებას.
კრუსმა ასევე ისაუბრა ახალ ფილმზე „შავი ბურთი“ რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. ფილმის პრემიერა 2026 წლის კანის კინოფესტივალზე გაიმართა.
„ბავშვობაში მთელი ძალით ვლოცულობდი, რომ ისეთი საქმის კეთების შესაძლებლობა მქონოდა, რომელიც მიყვარდებოდა, იქნებოდა ეს ცეკვა თუ მსახიობობა. ყოველდღე ამისთვის ვლოცულობდი.
ბევრი ახალგაზრდა ისევ ბრუნდება კინოთეატრებში, მათ სჭირდებათ ეს გამოცდილება და არ დაუშვებენ, რომ ფილმის კინოში ნახვის რიტუალი მოკვდეს.
ოპტიმისტი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერზე ვღელავ და მეშინია. მე არჩევანს კარგზე ვაკეთებ. ჩვენ ამ რევოლუციას მოვახდენთ, ჩვენ, ჯანდაბა, რობოტები არ ვართ“ – აცხადებს მსახიობი.
დახვეწილი სტილი და უშრეტი ქარიზმა – 51 წლის პენელოპა კრუსი გამოცემა Perfect-ის გარეკანზე
პენელოპე კრუსი 2010 წლიდან მსახიობ ხავიერ ბარდემზეა დაქორწინებული. წყვილს ორი შვილი ჰყავს,15 წლის ვაჟი ლეონარდო და 12 წლის ქალიშვილი ლუნა. მსახიობები პირადი ცხოვრების მიმართ განსაკუთრებულად ფრთხილ დამოკიდებულებას ინარჩუნებენ და შვილებს საჯარო ყურადღებისგან მაქსიმალურად იცავენ.