ფონიჭალაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
შემთხვევა გუშინ მოხდა – 19 წლის გოგოს ავტომობილი მაშინ დაეჯახა, როდესაც ის გზის გადაკვეთას ცდილობდა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტომობილის მძღოლი დაკავებულია. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.