LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ferrari-ს სუპერქარების ლოდინის დრომ 2 წლიან ნიშნულს გადააჭარბა

117
FILE PHOTO: A charging cable is plugged int o a Ferrari SF90 Stradale hybrid sports car during a media preview at the Auto Zurich Car Show in Zurich, Switzerland November 3, 2021. REUTERS/Arnd Wiegmann

Ferrari-ს სუპერქარების ლოდინის დრომ 2 წლიან ნიშნულს გადააჭარბა. იტალიური კომპანიის გენერალურმა დირექტორმა  ბენეტო ვინამ დაადასტურა, რომ წინასწარი შეკვეთების ჟურნალი 2025 წლის შემოდგომამდე სავსეა, ამიტომ ახალი Ferrari-ს ამჟამად შეკვეთის შემთხვევაში თქვენს ავტომობილს მხოლოდ 2026 წლისთვის მიიღებთ.

გაყიდვების მთავარი მამოძრავებელი ძალა ჰიბრიდები გახდა: 296 GTB/GTS-ის და SF90 Stradale/Spider-ის ოჯახობაზე შეკვეთების 51% მოდის. ატეხილი აჟიოტაჟის ფონზე Ferrari-მ მომავალი წლის პროგნოზებიც გააუმჯობესა.

ბრენდის ბოსმა დააზუსტა, რომ ახალ ელექტროქარზე აჩქარებულ რეჟიმში მუშაობენ და წარმოების გრაფიკს წინაც კი უსწრებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები