„საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაადგა – არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯების შესრულებას უკავშირდება. ეს გაფართოების პროცესის ბუნებაა“, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ევროკომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის მუდმივი რეფორმებია საჭირო და ეს ევროპული მისწრაფებები საქართველოს ყველა მოქალაქეს აერთიანებს.
აშშ-ის საელჩო: „გილოცავთ ყველა ქართველს! ჩვენ გვჯერა თქვენი ევროპული მომავლის“
„მე არ შემხვედრია საქართველოს არცერთი მოქალაქე, ვისი სურვილიც არ იქნებოდა, რომ მის ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდა. ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯების შესრულებას უკავშირდება.
პრემიერი: „დღევანდელი დღე არის დამაგვირგვინებელი ჩვენი 11-წლიანი საქმიანობისა, რომელმაც მოიტანა მშვიდობა, სტაბილურობა“
„ეს ნამდვილად არის ისტორიული დღე.. უზარმაზარი სამუშაო გავწიეთ, მინდა ჩვენს ერთიან, ძლიერ გუნდს მადლობა გადავუხადო“
ამ ნაბიჯების განხორციელება შემდეგ ეტაპზე გადასვლისთვის გადამწყვეტი იქნება. ეს გაფართოების პროცესის ბუნებაა. მუდმივი რეფორმები, რათა თქვენი ქვეყანა მზად იყოს, რომ როგორც ევროკავშირის სრულუფლებიანმა წევრმა, თავისი ადგილი დაიკავოს“, – განაცხადა დიპლომატმა.
პაველ ჰერჩინსკის თქმით, ანგარიში საქართველოს მიერ მიღწეულ წინსვლას აღიარებს, თუმცა მასში ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ჯერ კიდევ ჩასატარებელია მნიშვნელოვანი სამუშაო.
„ისეთი არსებითი რეფორმების სფეროებში, როგორიცაა: კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ბრძოლა დეზინფორმაციის წინააღმდეგ, განსაკუთრებით ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციისა.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 2022 წლის მარტში შეიტანეს.
ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაცია გასცა
ამისთვის საქართველომ პოლიტიკური პოლარიზაცია უნდა შეამციროს. ერთად დიდი მიღწევებია შესაძლებელი.
ახლა საქართველოს ლიდერებმა, მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ ერთად და კონსტრუქციულად უნდა იმუშაონ ხალხის მისწრაფებების განსახორციელებლად და ევროკავშირის მიერ დასახული ახალი ნაბიჯების გადასადგმელად.
ბოლო წლების განმავლობაში, ევროკავშირის გაფართოებამ აჩვენა, როგორც კი იქნება ფართო პოლიტიკური კონსენსუსი, რომლის შედეგადაც შესაძლებელია რეფორმების განხორციელება, პროცესი შეიძლება ძალიან სწრაფად წარიმართოს.
ამ ნაბიჯების მიზანი არ არის ბრიუსელისთვის თავის მოწონება, არამედ ისინი მიმართულია საქართველოს მოსახლეობის, ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაზე“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
„ეს არის ჩვენი ხალხის, ჩვენი თანამოქალაქეების თავგანწირული ბრძოლის შედეგი“ – ბადრი ჯაფარიძე
როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაადგა, ევროკავშირი კი მზადაა, ყოველ ნაბიჯზე მხარდაჭერა გააგრძელოს.
„დღეს ევროკომისიამ ასევე გამოაქვეყნა ყოვლისმომცველი დოკუმენტი საქართველოს წინსვლის შესახებ. ეს 136 -გვერდიანი ანგარიში ასახავს საქართველოს მზაობას ყველა სფეროში.
მისი თითოეული თავი შეიცავს მითითებებსა და რეკომენდაციებს იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ ევროპულ გზაზე წინსვლისთვის.
ჩვენ მზად ვართ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ. დღეს საზეიმოდ კარგი მიზეზი გვაქვს, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებმა, ერთხმად, წელს, დეკემბერში უნდა მიიღოს.
ამ გადაწყვეტილებამდე დარჩენილია ხუთი კვირა და ყოველი დღე მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, ყოველი დღე გამოყენებული იქნება ამ გზაზე წინსვლისთვის. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, გილოცავ საქართველო!“ – განაცხადა ელჩმა.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს.