LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის ჩვენი ხალხის, ჩვენი თანამოქალაქეების თავგანწირული ბრძოლის შედეგი“ – ბადრი ჯაფარიძე

124
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (1)

„მინდა მივუსამძიმრო ქართულ ოცნებას ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება. მიუხედავად მათი ყველა მცდელობისა, მათ მიერ განხორციელებული საბოტაჟისა, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ შეასრულეს რეკომენდაციების დიდი ნაწილი, ევროკომისიამ მაინც მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

„მიუხედავად რუსეთის ფედერაციისა და ქართული ოცნების ყველა მცდელობისა, ქართველმა ხალხმა მიიღო დამსახურებულად ეს რეკომენდაცია ევროკომისიის მხრიდან.

ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს

„სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებას, საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მისწრაფებას, ხელისუფლების მხრიდან ეს მისწრაფებები ნამდვილად უნდა იქნეს ყურადსაღები.“

ეს არის ჩვენი ხალხის, ჩვენი თანამოქალაქეების განუწყვეტელი მცდელობის შედეგი, მათი თავგანწირული ბრძოლის შედეგი.

ახლა გვაქვს უმნიშვნელოვანესი ეტაპი გასავლელი, როდესაც ევროპულმა საბჭომ ერთხმად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და შემდგომ, უკვე უნდა ვიზრუნოთ, რომ ქვეყანა კვლავ დადგეს უკრაინის და მოლდოვის გვერდით და დავიწყოთ მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ, რაც შეიძლება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნების ხელისუფლებიდან გასტუმრების შემდგომ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

ამავე თემაზე ვრცლად წაიკითხავთ:

Politico: „კარგი ამბავი თბილისისთვის, კომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაციას გაუწევს“ 

ვოლოდიმირ ზელენსკი: „ველოდებით ევროკავშირის ისტორიულ დასკვნას და და უკვე შემდგომ ნაბიჯებს ვამზადებთ“

პოპულალურები