LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლოდიმირ ზელენსკი: „ველოდებით ევროკავშირის ისტორიულ დასკვნას და და უკვე შემდგომ ნაბიჯებს ვამზადებთ“

141
ვოლოდიმირ ზელენსკი

„ველოდებით ევროკავშირის ისტორიულ დასკვნას – ანგარიშს უკრაინის მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების შესახებ და უკვე შემდგომ ნაბიჯებს ვამზადებთ“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, უკრაინამ ევროკავშირთან მიახლოების დიდი გზა გაიარა:

„საკუთარი არსებობისთვის იბრძვით და ამავდროულად, ღრმა რეფორმებს ატარებთ.. შესანიშნავ პროგრესს მიაღწიეთ. მომავალ კვირას ამას დავადასტურებთ“ - ურსულა ფონ დერ ლაიენი

როგორც ლაიენმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ევროკავშირზე შთაბეჭდილება მოახდინა იმ რეფორმებმა, რომლებსაც უკრაინა მიმდინარე ომის პარალელურად ახორციელებს.

„ჩვენმა სახელმწიფომ კარგად იცის, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არის ყველა იმ ქვეყნის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც უკვე არის ევროკავშირის წევრი და სურს იხილოს ახალი სახელმწიფო ევროკავშირში“. – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

„ან მთელი ევროპა გაიმარჯვებს უკრაინასთან და მოლდოვასთან და მომავალში – საქართველოსა და ბელარუსთან ერთად, ან გაიმარჯვებს წარსული“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

ინფორმაციისთვის, ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში დღეს გამოქვეყნდება.

ანგარიშში შეფასებული იქნება იმ ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესი, რომლებიც ბლოკში გაერთიანებისკენ ისწრაფვიან. ეს ქვეყნებია:

საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი და თურქეთი.

პოპულარულები