„ევროკომისია რეკომენდაციას გაუწევს ევროკავშირის ლიდერებს, უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს, საქართველოს კი კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ,“ – ინფორმაციას გამოცემა Politico ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელთა ვინაობასაც არ ასაჯაროებს.
„მწვანე შუქი უკრაინისა და მოლდოვისთვის: ევროკომისრების კაბინეტის ხელმძღვანელები, რომლებიც ორშაბათს ჰებდოს ყოველკვირეულ საკოორდინაციო შეხვედრაზე შეიკრიბნენ, უკვე შეთანხმდნენ იმ დიდ კითხვებზე, რომლებიც გაშუქდება დღევანდელ გაფართოების ანგარიშში.
ისინი რეკომენდაციას გაუწევენ ევროკავშირის ლიდერებს უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით – იმ პირობებით, რომ ქვეყნები გაატარებენ კანონის უზენაესობის დაცვასთან დაკავშირებულ რეფორმებს.
კარგი ამბავია თბილისისთვისაც: ისინი ასევე რეკომენდაციას გაუწევენ, რომ ევროკავშირის მთავრობებმა საქართველოს მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი,“– წერს გამოცემა ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული ოფიციალური გადაწყვეტილება, ევროკომისიამ დღეს, საქართველოს დროით 15:00 საათისთვის უნდა გამოაცხადოს.
სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო დეკემბერში მიიღებს.