LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს გამარჯვება მოიპოვა ქართველმა ხალხმა.. ეს უკრაინის თავგანწირვის გამო გახდა შესაძლებელი“ – გამოხმაურებები ოპოზიციაში 

175
Untitled design (15)

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა შეინარჩუნა ერთიანობა და პაკეტი ერთიანი დარჩა,“ – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ წევრი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს და საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს.

„გილოცავთ ყველას! ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას.

არ დაგვავიწყდეს, რომ უკრაინის თავგანწირვის გამო გახდა შესაძლებელი ის, რასაც ჩვენ ყველა ვზეიმობთ,“ – წერს დეკანოიძე.

„ვულოცავ ქართველ ხალხს, საზეიმო ნამდვილად ძალიან ბევრი გვაქვს ამ მიმართულებით. ეს არის ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილება,“ – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ წინ დიდი ბრძოლაა და ქართველი ხალხი ამ გამარჯვებას ბოლომდე მიიყვანს.

„კალაძე ამბობდა, რომ „თავისთვის დაიტოვონ კანდიდატის სტატუსი, თუ არ გვაძლევენ არ გვაინტერესებს“ – აი ასე აბუჩად იგდებდნენ ევროკავშირს და ევროკავშირის კანდიდატი სტატუსს.

შესაბამისად, ეს გამარჯვება მოიპოვა ქართველმა ხალხმა და ასევე არ შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი რამ არ ვთქვათ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად აღმართა საქართველოს პარლამენტთან ევროკავშირის დროშა და ის იყო მთავარი ტონის მიმცემი ევროპულ გზაზე.

შესაბამისად, ცხადია, მისი პოლიტიკური პატიმრობის დასასრული ახლოვდება, დარწმუნებული ვარ, რომ ევროპულ საქართველოში კრემლის აგენტების მიერ პოლიტიკურ მძევლობაში პოლიტიკური პატიმრები აღარ გვეყოლება.

ვულოცავ ქართველ ხალხს, საზეიმო ნამდვილად ძალიან ბევრი გვაქვს ამ მიმართულებით, ეს არის ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილება.

შესაბამისად, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, წინ გვაქვს დიდი ბრძოლა და დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ამ გამარჯვებას ბოლომდე მიიყვანს,“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

„გილოცავთ! ეს საქართველოს, ქართველი ხალხის გამარჯვებაა,“ – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს გამარჯვება ეძღვნება წინაპრებს.

„ეს გამარჯვება, რა თქმა უნდა, ეძღვნება ჩვენს წინაპრებს, რომლებიც საუკუნეები იბრძოდნენ სიცოცხლის ფასად, იმისთვის, რომ ჩვენი სამშობლო გამხდარიყო ქრისტიანული ევროპის ნაწილი!

დღეს ყველამ უნდა ვიზეიმოთ, ყველამ ერთად. არავინ არ უნდა ვეცადოთ, გამოვყოთ ჩვენი წვლილი, იმიტომ რომ ჩვენი წვლილი აქ მინიმალურია, აქ ჩვენი საქართველოს, ჩვენი წინაპრების, ჩვენი ისტორიის, ჩვენი კულტურის, ჩვენი იდენტობის ყველაზე დიდი დამსახურებაა, გილოცავთ!“- აცხადებს გახარია.

„გილოცავთ! ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი“ – ირაკლი ღარიბაშვილი

ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო

პოპულალურები