LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის ელჩმა სიტყვით გამოსვლა პრეზიდენტის მისალმებით დაიწყო: „ახლა დროა პოლიტიკურმა ლიდერებმა აღასრულონ ხალხის ნება“

241
406643322_740714198099054_7484607654289771889_n

„მოგესალმებით ქალბატონო პრეზიდენტო, პრემიერო, პარლამენტის თავმჯდომარევ, პოლიტიკურო ლიდერებო, ბატონო მერო, ბატონო ელჩებო, ძვირფასო საზოგადოებავ, გილოცავთ, დღეს ისტორიული დღეა,“ – ასე დაიწყო თავისუფლების მოედანზე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ და ქართველ ხალხს კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა.

ევროკავშირის ელჩის თქმით, „ახლა დროა პოლიტიკურმა ლიდერებმა აღასრულონ ხალხის ნება და სწრაფად გაატარონ რეფორმები“

„გილოცავთ, ევროკავშირის 27 სახელმწიფოდ ერთხმად გადაწყვიტა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

გილოცავთ საჯარო მოხელეებს, სამოქალაქო საზოგადოებას, გილოცავთ მედიას, მაგრამ უპირველეს ყოვლისა გილოცავთ საქართველოს მოსახლეობას, რომელიც ერთგულად უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას.

ევროკავშირში მკაფიოდ ისმის საქართველოს მოსახლეობის ხმა, საბოლოო მიზანი ვეროკავშირის წევრობაა. ახლა დროა პოლიტიკურმა ლიდერებმა აღასრულონ ხალხის ნება და სწრაფად გაატარონ რეფორმები.

დღეს ჩემი მთავარი გზავნილიც სწორედ ეს არის. ახლა ევროპული მომავლისთვის გაერთიანების დროა. თითოეული თქვენგანი საქართველოს თანამედროვე ისტორიას ქმნის. ევროკავშირის წევრობა მოიტანს მშვიდობას, სტაბილურობას და ეკონომიკურ კეთილდღეობას თქვენთვის, თქვენი ოჯახებისთვის და მომავალი თაობებისთვის.

თავის მხრივ, საქართველოს უნიკალური კულტურა და ტრადიციები ევროკავშირს მრავალფეროვნებას შემატებს. ეს დღე ძალიან ემოციურია ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. მიხარია, რომ ამ დღეს ერთად ვზეიმობთ. კიდევ ერთხელ, გილოცავ, საქართველო, ლამაზო, სხვა საქართველო სად არის. წინ, საქართველო, წინ“, – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.

შეგახსენებთ, დღევანდელი საზეიმო ღონისძიება გუშინ, 14 დეკემბერს, სტატუსის მინიჭების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააანონსა.

ირაკლი ღარიბაშვილი სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების საზეიმოდ, დღეს, 17:00 საათზე მოქალაქეებს თავისუფლების მოედანზე ეპატიჟება

მას სალომე ზურაბიშვილი მალევე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ 15 დეკემბერს, 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე სახალხო ზეიმს დაესწრებოდა.

„დიდი ზეიმია და ძალიან მიხარია, რომ ყველა აქ დგას ერთად“ – პრეზიდენტი კანდიდატის სტატუსის მიღებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მივიდა

„ტაეკვანდოს მეთოდებით თუ შეეცდება სცენაზე შერბენას, არ ვიცი, გამომსვლელად გათვალისწინებული არ არის“ – მდინარაძე პრეზიდენტზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები