LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მეგობრებო მინდა ყველას მოგილოცოთ.. საქართველოს გაუმარჯოს!“ – შალვა პაპუაშვილის მოულოდნელი მილოცვა პარალიმპიური კომიტეტის დაჯილდოებაზე: რა კადრები ვრცელდება 

168
Untitled design (14)

„დღეს ისტორიული დღე არის! ევროპის კანდიდატის სტატუსი მივიღეთ,“ – ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში პოსტს წერს და ვიდეოს აქვეყნებს.

„მე და ნიკოლოზი პარალიმპიური კომიტეტის დაჯილდოებაზე ვიმყოფებოდით, რაც, ასევე, ისტორიული მოვლენაა, რადგან პირველად ისტორიაში დაჯილდოვდნენ ქართველი პარასპორტსმენები..

სწორედ აქ გავიგეთ, რომ ევროპის კავშირის კანდიდატები გავხდით..

მადლობა საქართველოს პარალიმპიურ კომიტეტს, რომ ჩვენ აგვირჩიეთ ასეთ მნიშვნელოვან დღეს..

საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი ირმა ხეცურიანი,„ – წერს ეკო ფანგანი.

დაჯილდოების ცერემონიაზე მოულოდნელად შალვა პაპუაშვილი სცენაზე ავიდა და ევრო საბჭოს მიღებული გადაწყვეტილება გაახმოვანა:

„მეგობრებო მინდა ყველას მოგილოცოთ, მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი.. საქართველოს გაუმარჯოს,“ – თქვა პაპუაშვილმა.

„გილოცავთ! ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი“ – ირაკლი ღარიბაშვილი

ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო

ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს