LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადლობები არ მჭირდება, ამ მხიარულებას ვერავინ ვერაფრით შემიცვლის“ – სალომე ზურაბიშვილი

202
Untitled design

საქართველოს კანდიდატის სტატუსის აღსანიშნად ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტს მოსახლეობისთვის სცენიდან მიმართვის შეთავაზება არ მიუღია.

საქართველოს პრეზიდენტი ღონისძიებას ესწრებოდა, ის თავისუფლების მოედანზე, სცენასთან ახლოს, ხალხთან ერთად იდგა. ღონისძიების დაწყებამდე პრეზიდენტმა მედიას უთხრა, რომ ის სცენასთან ახლოს უნდა ყოფილიყო, „ვინიცობაა, რომ დაუძახონ“.

თუმცა ღონისძება ისე დასრულდა, რომ პრეზიდენტს სცენაზე ასვლა არავინ შესთავაზა.

„ოცნების“ ლიდერებს კანდიდატის სტატუსის მიღებაში ხელისუფლების დამსახურებაზე საუბრისას არ უხსენებიათ პრეზიდენტის წვლილი.

„მადლობები არ მჭირდება, მადლობა არის ხალხის განწყობა, ხალხის მიზანმიმართულება და ერთად ყოფნა, ეს იქნება ჩვენთვის ყველასთვის ბევრად მეტი, ვიდრე ეს ერთმანეთში გაცვლილი მადლობები. ამიტომ არც მწყინს, მე მიხარია ის, რაც აქ ხდება აქა ხალხში.  ამ მხიარულებას ვერავინ შემიცვლის ვერაფრით. კიდევ ერთხელ გილოცავთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ღონისძიების დატოვების წინ.

„დიდი ზეიმია და ძალიან მიხარია, რომ ყველა აქ დგას ერთად“ – პრეზიდენტი კანდიდატის სტატუსის მიღებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მივიდა

ევროკავშირის ელჩმა სიტყვით გამოსვლა პრეზიდენტის მისალმებით დაიწყო: „ახლა დროა პოლიტიკურმა ლიდერებმა აღასრულონ ხალხის ნება“

პოპულალურები