LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტაეკვანდოს მეთოდებით თუ შეეცდება სცენაზე შერბენას, არ ვიცი, გამომსვლელად გათვალისწინებული არ არის“ – მდინარაძე პრეზიდენტზე

184
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (4)

„უბრალოდ ამბავში უნდა გაერიოს“, – ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას იმის შესახებ, რომ აპირებს შეუერთდეს „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ ღონისძიებას, რომლის გამართვაც დღეს, 15 დეკემბერს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიცემის აღსანიშნად იგეგმება.

ირაკლი ღარიბაშვილი სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების საზეიმოდ, დღეს, 17:00 საათზე მოქალაქეებს თავისუფლების მოედანზე ეპატიჟება

„მე ვუერთდები ამ ზეიმს.. თუ ტრიბუნაზე მიმიწვევენ, კარგი, თუ არადა ხალხში ვიქნები“ – სალომე ზურაბიშვილი პრემიერის ინიციატივით ხვალ დაგეგმილ სახალხო ზეიმს შეუერთდება

„ამ ქალმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო – პრეზიდენტად წოდებულმა ადამიანმა იკადრა და თავის ქვეყანაზე თქვა, რომ ის არც შარშან იმსახურებდა და არც წელს იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

„ჭიჭე, ხაბე, სალომე, მოდით, მიგიღებთ!“ – ზარქუა პრეზიდენტს და ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდებს, საზეიმო ღონისძიებაზე მივიდნენ

„ტრიბუნაზე ასვლა, არ მგონია, აუცილებელი. პრეზიდენტს გუშინ ხომ ჰქონდა მიღება? ხომ იყავით ყველა ერთად? ხომ იზეიმეთ?“ “ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ახლა ის ადამიანი, რომელიც ამას ამბობდა, მოდის და ცდილობს საზოგადოებას მოაჩვენოს, რომ მას ეზეიმება. უბრალოდ ამბავში უნდა გაერიოს. ამ ადამიანს არ აქვს ლეგიტიმაცია, რომ იქ იყოს.  იმპიჩმენტი შემთხვევით არ გამოვუცხადეთ მას.

ვიცი, რომ სცენარში გამომსვლელად არ არის გათვალისწინებული – ტაეკვანდოს მეთოდებით თუ შეეცდება სცენაზე შერბენას, არ ვიცი. არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ ფორმალური პრეზიდენტი გამომსვლელთა სიაში არ არის გათვალისწინებული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სალომე სამადაშვილი: „ამ გოიმმა რუსებმა პარლამენტის დარბაზში მხოლოდ უმრავლესობის ადგილებზე დაგვახვედრეს ევროკავშირის დროშები, „ხალხის ძალასაც“ დაუდგეს“

mazda magti 5g