LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჭიჭე, ხაბე, სალომე, მოდით, მიგიღებთ!“ – ზარქუა პრეზიდენტს და ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდებს, საზეიმო ღონისძიებაზე მივიდნენ

168
ირაკლი ზარქუა

„ტრიბუნაზე ასვლა, არ მგონია, აუცილებელი. პრეზიდენტს გუშინ ხომ ჰქონდა მიღება? ხომ იყავით ყველა ერთად? ხომ იზეიმეთ?“– ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუა დღევანდელ საზეიმო ღონისძიებაზე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების საზეიმოდ, დღეს, 17:00 საათზე მოქალაქეებს თავისუფლების მოედანზე ეპატიჟება

გარდა ამისა, ზარქუა ზურაბიშვილს, გიორგი ვაშაძეს და ლევან ხაბეიშვილს მოუწოდებს, გავიდნენ რუსთაველზე, რადგან მისი თქმით, ეს გამარჯვება „ოცნებამ“ მათთვისაც მოიპოვა.

რაც ილაპარაკა პრეზიდენტმა მთელი ამ წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მე მგონი, საკმარისია, მეტი არაა საჭირო. ჭიჭე, მოდი, ცალკე ნუ აღნიშნავ, მოდი, მიგიღებთ! ქართველი ხალხი მიგიღებთ!

„სალო, გილოცავ, ჩვენ ეს შევძელით“ – ზარქუა სამადაშვილს

აღნიშნე რუსთაველზე, გამოდი, ეს ზეიმის შენთვისაც არის და შენი შვილებისთვისაც მოვიპოვეთ ეს გამარჯვება. ხაბე სად არის? გადამალეს. მოდი, ბიჭო, გამოდი. ჩემი სალომე არ უნდა დაგავიწყდეთ! მოდით, გამოდით, ერთად ვიზეიმოთ!“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

სალომე სამადაშვილი: „ამ გოიმმა რუსებმა პარლამენტის დარბაზში მხოლოდ უმრავლესობის ადგილებზე დაგვახვედრეს ევროკავშირის დროშები, „ხალხის ძალასაც“ დაუდგეს“

 

პოპულარულები