უნგრეთში აპირებენ, რომ ნაღდი ფულით გადახდის უფლება კანონით დაიცვან. ასეთი წინადადებით პარლამენტის დეპუტატები გამოვიდნენ.
კანონმდებელთა თქმით, მათი ინიციატივა – ეს არის პასუხი ძალიან პოპულარულ ციფრულ ანგარიშსწორებაზე. საქმე ისაა, რომ უნგრეთში სულ უფრო და უფრო იზრდება იმ ადგილების რიცხვი, რომელიც ნაღდი ფულის მიღებაზე უარს ამბობს.
მთავრობაში ფიქრობენ, რომ სიახლის დამსახურებით ქვეყნის მოსახლეობა თავს უსაფრთხოდ იგრძნობს ელექტროენერგიის გათიშვის თუ ჰაკერთა შეტევის დროს. გამყიდველები ვალდებული იქნებიან პროდუქტი თუ სერვისი გადახდის ფორმის მიუხედავად გაყიდონ.
კანონში ცვლილების შეტანა არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ციფრულ ანგარიშსწორებაზე უარს იტყვის, აზუსტებენ დეპუტატები.