Radiohead-ის ახალმა პროექტმა The Smile, მეორე ალბომის Wall of Eyes გამოსვლის თარიღი დააანონსა. ნამუშევარი 26 იანვარს გამოვა.
აღსანიშნავია, რომ რვა კომპოზიციისგან შემდგარი ალბომი Abbey Road Studios-ში ჩაიწერა. სიმღერები „ლონდონის თანამედროვე სიმებიანი ორკესტრის” არანჟირებით არის შესრულებული. ალბომის პროდიუსერი სემ პეტსი-დეივისია, კლიპის რეჟისორი კი პოლ ანდერსონი.
ცნობისთვის, The Smile-ში ტომ იორკი, გიტარისტი, ჯონი გრინვუდი და ტომ სკინერი მონაწილეობენ.
ვიდეო: Radiohead-ის სოლისტმა, ტომ იორკიმა ახალი ჯგუფი, The Smile ჩამოაყალიბა
პრემიერა: Radiohead-მა აქამდე გამოუქვეყნებელი კომპოზიცია If You Save The Word გაავრცელა