ჟურნალ – Rolling Stone-ის სპეციალური ნომრის გარეკანზე ორი სრულიად განსხვავებული სამყაროს ვარსკვლავი – პოპ-მუსიკის პრინცი, ჰარი სტაილზი და ექსპერიმენტული არტ-როკის სიმბოლო, ჯგუფ – Radiohead-ის სოლისტი, ტომ იორკი გაერთიანდნენ.
არტისტებმა მონაწილეობა მიიღეს გამოცემის ყოველწლიურ, პოპულარულ პროექტში – Musicians on Musicians, რომლის ფარგლებშიც ლონდონში ექსკლუზიური და უჩვეულოდ გულახდილი ინტერვიუ ჩაწერეს.
სტატიაში, რომლის მოდერატორიც ცნობილი მუსიკალური ჟურნალისტი, რობ შეფილდი იყო, მუსიკოსებმა გვერდი აუარეს სტანდარტულ კითხვა-პასუხს და ღრმა, ემოციურ თემებზე ისაუბრეს.
შემსრულებლებმა დეტალურად განიხილეს პოპულარობის თანმდევი წნეხი, ფანების კულტურა, ე.წ. „იმპოსტერის სინდრომი“ და ის ძლიერი ემოციური განცდა, რომელიც ხშირად სცენაზე ტირილს იწვევს.
ტომ იორკმა ინტერვიუში ექსკლუზიურად გაამჟღავნა, რომ ამჟამად ახალ სოლო ალბომზე მუშაობს.
მიუხედავად იმისა, რომ ტომ იორკი მედიასთან საკმაოდ ხისტ და რთულ რესპონდენტად ითვლება, ჟურნალისტების თქმით, სტაილზის გამორჩეული ქარიზმისა და მეგობრული ატმოსფეროს წყალობით, ის სრულად გაიხსნა.