ჟურნალ - Rolling Stone-ის სპეციალური ნომრის გარეკანზე ორი სრულიად განსხვავებული სამყაროს ვარსკვლავი - პოპ-მუსიკის პრინცი, ჰარი სტაილზი და ექსპერიმენტული არტ-როკის სიმბოლო, ჯგუფ - Radiohead-ის სოლისტი, ტომ იორკი გაერთიანდნენ.
ჰარი სტაილზმა მსოფლიო ტურნე - Together, Together 2027 წლამდე გაახანგრძლივა და ახალი თარიღები გამოაცხადა. ბრიტანელმა პოპ-ვარსკვლავმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ დამატებითი 25 შოუთი მომავალ წელს, ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში წარდგება. არტისტი ტურნეს ახალი ალბომის - Kiss All the Time. Disco, Occasionally მხარდასაჭერად მართავს.
შანაია ტვეინი უემბლის სტადიონზე, ჰარი სტაილზის მსოფლიო ტურნეს - Together, Together მორიგი მასშტაბური კონცერტების სერიის გახსნაზე გამოვიდა. შანაიამ ჰარის შოუს დაწყებამდე არაერთი საკულტო ჰიტი, მათ შორის Man! I Feel Like A Woman! შეასრულა და ათასობით მაყურებელი ააცეკვა.